logo
ENG



საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე დაწესებულ შეზღუდვებზე ინფორმაციას ავრცელებს

18 იან 202610:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/18/navlz0ubzj8qqjb.jpg

განცხადების მიხედვით, ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შეეხებათ.

მსგავსი შეზღუდვა შეეხება ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილისა და ალპანა-ცაგერის მონაკვეთებს.

"ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.


close დახურვა