logo
ENG



სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

14 ნოე 202112:32
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

მოქალაქეები საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ, კვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიციით მიმართავენ. განცხადება საერთაშორისო პლატფორმა - change.org-ზეა ხელმისაწვდომი. 

ამასთანავე, ხელმომწერები დებენ პირობას, რომ ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას კლინიკასთან გამართულ საპროტესტო აქციებში.

„მე, ამ პეტიციაზე ხელის მომწერი მოქალაქე, ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციურ, მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას და პირობას ვდებ, კლინიკასთან სადაც გადაყვანილი იქნება პრეზიდენტი, საპროტესტო აქციაში არ მივიღებ მონაწილეობას მისი მკურნალობის განმავლობაში.“ - წერია პეტიციაში. 

ხელმომწერები ასევე ითხოვენ, სახელმწიფომ დაიცვას კონსტიტუციის მეორე თავის მე-6 მუხლი, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დახმარების გაწევისას პაციენტისა და პატიმრის მიმართ რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია.

პეტიციას ხელი უკვე 1700-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა. 


close დახურვა