მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია - თითქმის ყველა მნახველი დღეს საკნიდან გამოსვლის შემდეგ საგანგაშო ვითარებაზე მიუთითებდა. ყოველი დღე გადამწყვეტია და შეიძლება მესამე პრეზიდენტისთვის დამღუპველი იყოს, ადვოკატები და თანაგუნდელები ამბობენ, რომ რეაგირება არავის აქვს. გიული ალასანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმაც უპასუხოდ დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე. მესამე პრეზიდენტის დედას სურს ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდეს დიპლომატებს. სააკაშვილთან ექიმებს 5 თვეა არ უშვებენ.