logo
ENG



სააკაშვილი:არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას

11 ივნ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. 

როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ისინი საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს ქვეყანა ან საბოლოოდ დაიღუპება, ან გაიმარჯვებს.

“მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ, ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას“, - განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა. 


close დახურვა