logo
ENG



სააკაშვილი: ბუბა კიკაბიძე მთელ მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია

03 ოქტ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 
ues35ayt9tpurpk.jpg

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს, რომ "ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია". 

მისი თქმით, ბუბა კიკაბიძე, რომელიც "ძალა ერთობაშიას" სიის პირველ ნომრად დასახელდა, არამხოლოდ კარგი მომღერალი და მსახიობი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე და დიდი ქართველი პატრიოტია.

"ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა.

ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის - ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია.

ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ საარჩევნო სიის პირველ ნომერად ბუბა კიკაბიძე დაასახელა. 


close დახურვა