საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას არჩევნები მოგებული აქვს და ქართველმა ხალმხ ქვეყანა უნდა გადაიბაროს.
"ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი საარჩევნო უბნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად დიდი ოპოზიციისთვის. ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გადავიბაროთ ქვეყანა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი სახელმწიფოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე. ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე - ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი. მიაწექით ბოლომდე, ჩამოშლილია სტრუქტურები, მოგებული გვაქვს ეს არჩევნები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.