logo
ENG



სააკაშვილი არ ჩამოვიდეს - ეს ქართულმა ოცნებამ იდეოლოგიად გაიხადა

28 ოქტ 201921:15
3 წუთის საკითხავი
 
2wy3qqwh1u1vrxv.jpg

„ფორმულას“ ეთერში გიორგი მარგველაშვილი სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობს. მისი განცხადებით, აქამდე არსებული საპარლამენტო სისტემა საჭიროებდა ცვლილებებს და ის მიესალმება 2020 წელს არჩევნების პროპროციული გზით ჩატარებას.

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ეფექტურად იყოფენ პირველ და მეორე ადგილებს. როგორც კი ჩნდება მესამე ძალა, ის ხდება მტერი ავტომატურად ორივესთვის. მაგალითად, ხაზარაძე. შეუძლებელია, რომ ხაზარაძემ წაიყვანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი - ის წაიყვანს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. რატომ ესხმის „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ხაზარაძეს? იმიტომ, რომ სიმბიოზი გვაქვს. სააკაშვილი არ ჩამოვიდეს - ეს ქართულმა ოცნებამ იდეოლოგიად გაიხადა. ასეთი კომიზმი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს. იმედი მაქვს, ეს ხოხმა აღარ იმუშავებს“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა. გადაცემის წამყვანი სოფო ზურაბიანი იქნება.

 


close დახურვა