logo
ENG



სააკაშვილი ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარზე: სუს-ის ნასედკამ დაწვა შენობა

20 აპრ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით მოხდა.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს დიდი ხანი სურდა ბიბლიოთეკის დახურვა.

„ივანიშვილს დიდი ხანი თვალში ეჩხირებოდა ეს ბიბლიოთეკა და მოხდა ის, რაც მოუვიდა კარფურის კონკურენტებს და იმ ტერიტორიებს, რომელსაც ივანიშვილის ოჯახი დაეპატრონა. ეს ხომ უკვე ივანიშვილის ხელწერაა. ახალგაზრდების მრავალი კვირის სამუშაო ამ სუს-ის მოგზავნილმა „ნასედკამ“ რამდენიმე წუთში დაასრულა. ამას რომ არ დაედო ვიდეო, მთავრობა იტყოდა, ეს ყველაფერი მოგონილია და სააკაშვილის ხალხმა თავად წაუკიდა ცეცხლი.

აღდგომა დღეს რომ ამას გააკეთებ, ეს კიდევ ცალკე სატანისტური რიტუალია. მთელ ქვეყანას უკიდია საფრთხე და ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ჭკუიდან გადასული ოლიგარქისგან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ. დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

close დახურვა