logo
ENG



სააკაშვილი კოალიცია ცვლილებებისთვისს ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას სთავაზობს

19 სექ 202417:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/19/0naaakp1u1al7no.jpg

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურა ჯაფარიძის კოალიცია - ცვლილებისთვისს წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას სთავაზობს.

ეს განცხადება მან სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, მეტი სიძლიერისთვის გაერთიანებაა საჭირო. 

"ჩემი ინიციატივა იყო თავიდან ყველანი ერთად გავერთიანებულიყავით, ნუ ეს არ გამოდის, მე ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას ახლების მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ, პარალელურად იმისა, რომ ისინი ერთიანდებიან. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. ნაციონალური მოძრაობა ყველა შემთხვევაში ამ არჩევნებში გავა პირველ ადგილზე, საერთოდ ეჭვი არ მეპარება ამაში, იმიტომ რომ ხალხმა ყველაფერი გადააფასა და ეს არის ახალი ნაციონალური მოძრაობა, ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ენერგიებით", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 


close დახურვა