სააპელაციო სასამართლომ ანრი კვარაცხელიას საქმეზე პროკურორის და დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი 4.5-წლიანი პატიმრობის განაჩენი.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, აქციების დროს დაკავებულ ანრი კვარაცხელიას, 18 ივლის, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
