logo
ENG



საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

15 ოქტ 201912:43
3 წუთის საკითხავი
 
cppgab2zm4kslxm.jpg

 

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკიდან მიგრანტთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ძლიერი ხანძარი გახდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მას წინ ავღანელ და სირიელ მიგრანტებს შორის დაპირისპირება უძღოდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს. 

თავად ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. მიგრანტთა თავშესაფარში, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება რამდენიმე ასეულ მცხოვრებზე იყო გათვლილი, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

სამაშველო ჯგუფები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

 


close დახურვა