logo
ENG



საგამოძიებომ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

31 მაი 202421:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/la7d0sgumda6u83.jpg

POSTV-ის გადამღები ჯგუფის მხრიდან ვიტალი გეგუჩიაზე თავდასხმის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

ინფორმაცია ფორმულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს. 

დღეს, სამეგრელოში, საკუთარი სახლის ტერიტორიაზე ვიტალი გეგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ისროლა, სახელისუფლებო მედიის, POSTV-ის გადამღები ჯგუფი თავს დაესხა.

აღსანიშნავია, პროპაგანდისტი ჟურნალისტის ნათია ბერიძის პროვოკაციის შემდეგ გეგუჩიას თავს POSTV-ის გადამღები ჯგუფის ოპერატორი დაესხა, რასაც მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულები შეესწრნენ.

შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გეგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

ოჯახში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებენ, რადგანაც ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.

28 მაისს ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, ერთ-ერთი მაღაზიიდან ფორთოხალი ესროლა. მომდევნო დღეს ის ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა".


close დახურვა