საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონული ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვისცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია).
აღნიშნული გზით, 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.