logo
ENG



საგანგებო: სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა

04 აგვ 202310:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/nry8ycigshs09re.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში იმ ადგილას, სადაც კოტეჯები მდებარეობდა, ახლა "ფაქტობრივად არაფერი აღარაა".

მისივე თქმით, ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, თუმცა მიწის მასის სქელი ფენის გამო მაშველებს გადაადგილება უჭირთ.

"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე იმიტომ, ძალიან სქელი ფენაა მიწის მასის და იფლობიან ადამიანები, ჩვენი მეხანძრე მაშველები. სწორედ მაგიტომ ხდება ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და მივიდეთ იქამდე"- თქვა მღებრიშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა