logo
ENG



საგანგებო: 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან ინფიცირებული 173-ია, შეუფერხებლად ვმუშაობთ

30 ნოე 202012:21
3 წუთის საკითხავი
 
საგანგებო: 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან ინფიცირებული 173-ია, შეუფერხებლად ვმუშაობთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 173-ია. 

მათი თქმით, უწყების ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს.

"განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან. 

მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების", - ამბობენ საგანგებოში.

მათივე განცხადებით, ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. კონტაქტები თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათში PCR ტესტი უკეთდებათ.


close დახურვა