logo
ENG



საგარეო უწყების ცნობით, საქართველო მზადაა სომხეთს დაეხმაროს

04 ივნ 202019:35
3 წუთის საკითხავი
clock 708
fqtu8icha2zdxgc.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე მზადაა სომხეთს კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციაში დაეხმაროს.

„დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარესა და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ამავე თემაზე: კორონავირუსთან საბრძოლველად, სომხეთის დასახმარებლად საქართველოს მთავრობის მიმართ პეტიცია შეიქმნა. პეტიციის შემქნელები მთავრობას მოუწოდებენ, რომ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით.


close დახურვა