logo

სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, წერეთლის გამზირი მოირეცხა

06 აპრ 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 234

დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა გრძელდება. სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, წერეთლის გამზირი მოირეცხა. გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების დეზინფექცია სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხდა. დამუშავდა პეკინის გამზირი, კოსტავა და მელიქიშვილის ქუჩები, ასევე „ჰუალინგის" დასახლება. მოირეცხა ქავთარაძის ქუჩა, ყაზბეგის გამზირი და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩაც.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება თბილისის მასშტაბით იგეგმება.

„მიმდინარეობს კონკრეტულად ამ მონაკვეთის დამუშავებითი სამუშაოები. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. იქ, კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხალხმრავალი ადგილებია, იქნება ხსნარებით დამუშავებული“, - განაცხადა კალაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სადეზინფექციო სამუშაოებს  „თბილსერვის ჯგუფი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ატარებენ.  

close დახურვა