logo
ENG



სად დაიკარგა ძვირადღირებული შედევრები - შესაბამისი უწყებები განცხადებას არ აკეთებენ

17 მაი 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

დაკარგული ნახატების მოსაძებნად რა საგამოძიებო პროცესები ტარდება, ამ დრომდე უცნობია. ძალოვან უწყებებში პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

საგამოძიებო პროცესებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების მოლოდინშია სმირნოვების მუზეუმის დირექტორიც. 

"ზუსტად მაგას ველოდები მეც. არ ვიცი, რა და როგორ. არავინ შემოგვხმიანებია. ვრეკავდით და არავინ გვპასუხობს. ექსპერტიზაზეც არაფერია ცნობილი", - აცხადებს სმირნოვების მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი.

აივაზოვსკის ორი ცნობილი ტილოს მუზეუმიდან დაკარვის შესახებ ინფორმაცია, გუშინ "შაბათის ფორმულამ გაავრცელა". შედევრები ასლებითაა ჩანაცვლებული. 


close დახურვა