logo
ENG



საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს სასაზღვრო-პუნქტებზე რენდგენოსკანერების მიწოდება შეჩერდა

15 აგვ 202417:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის საელჩო ადასტურებს, რომ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების შეჩერება შეეხო საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე რენდგენოსკანერების მიწოდების პროცესსაც.

საელჩო მიზეზად საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებსა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ასახელებს. აქვე საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში საქმიანობას აგრძელებს. 

"აშშ-ის სახელმწიფი დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) აგრძელებს საქმიანობას საქართველოში, თუმცა საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ეხება სტუდენტებს, ბიზნესის წამომადგენლებს, ფერმერებს, სხვადასხვა ჯგუფებსს - მათ შორის სოფლად - სამოქალაქო საზოგადოებას, მარგინალურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას. ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც ფორმულას კითხვის პასუხად გამოუგზავნეს.

ფორმულას ეთერში გუშინ, 14 აგვისტოს კოალიცია ერთიანობის წევრმა გია ჯაფარიძემ თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული, მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეუჩერა. 


close დახურვა