სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ მაღაზიაში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ამ დროისთვის ზარალის შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
