logo
ENG



საზოგადოება დღეს ბუბა კიკაბიძეს გამოეთხოვა

19 იან 202320:01
3 წუთის საკითხავი
 

ხანგრძლივი ტაში და საკულტო მელოდიები, ფონად ფოტოები და კადრები გენიალური კინო როლებიდან. ესტრადის და კინოს ვარსკვლავი დღეს სცენიდან გააცილეს. ბუბა კიკაბიძის შემოქმედებას და განვლილ გზას, პრინციპულ გადაწყვეტილებებს იხსენებდნენ მეგობრები. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა წერილი და დელეგაცია გამოაგზავნა, გამოსათხოვარი სიტყვებით, რომ ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველი. ემოციებს ვერავინ მალავდა - განსხვავებული გემოვნებისა თუ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. გახლეჩის პირას მყოფი საზოგადოება თითქოს ცოტა ხნით დღეს ბუბა კიკაბიძემ გააერთიანა.  

 


close დახურვა