სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ევროკომისიის მძიმე დასკვნაზე ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებს. მთავრობა უნდა გავუშვათ, თუ პირობების შესრულებისა და რეფორმების დაწყების პროცესს ვერ დავინახავთ, ქვეყანაში შესაძლოა, ევროპული არჩევანის დასაცავად, ეროვნული მოძრაობა დაიწყოს - ასეთია შეფასებები ოპოზიციაში. ახლა საზოგადოება 20 ივნისის მასშტაბური შეკრებისთვის ემზადება.