logo
ENG



საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები მოსახლებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

16 აპრ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსების, თეოლოგების, ექიმების გარდა, მთავრობას და ეკლესიას კანონის აღსრულებას და საკუთარი მოქალაქეების სიკვდილისგან გადარჩენას სთხოვენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. 

კერძოდ, ხელისუფლებისა და ეკლესიის ბოლო მიღწეულ შეთანხმებას  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტით შეხვდა. მწერალი დათო ტურაშვილი ფიქრობს, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არაა და ყველაზე მთავარი არც ტაძარში მისვლაა.  

აღდგომის დღესასწაულის ტაძრებსა და ეზოებში შეხვედრა მიუღებელია თბილისის ჰამქარის წევრი ცირა ელისაშვილისთვისაც, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ იმის ნაცვლად  ხელისუფლება მკაცრი ყოფილიყო უსუსურობა გამოიჩინა და აჩვენა რომ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ ყოფილა.

ექიმების რეკომენდაციის დაცვას და  აღდგომაზე სახლში დარჩენას მოუწოდებს საზოგადოებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. მისი აზრით თუა ტაძრები მაინც მრევლით იქნება სავსე ქვეყანა მძიმე რეალობის წინაშე დადგება და კომენდანტის საათით დაწესებული კანონიც შერჩევით აღსრულდება.

დღეს მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება  მეცო სოპრანო  გადაცემა თვითიზოლაციაში ანიტა რაჭველიშვილმაც, მისთვის ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ბოლო გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარი და არალოგიკურია და პოლიტიკურ დაპირისპირებას ჰგავს.  ანიტა რაჭველიშვილი საზოგადოებას სახლში აივნებიდან ლოცვას ურჩევს.  

შეგახსენებთ, საპატრიარქოსა და ეკლესიის შეთანხმების მიხედვით  სააღდგომო ლიტურგიისთვის  დიდი ეკლესიები არ დაიხურება და მრევლს ტაძრებში მისვლა კომენდანტის საათის ამოქმედებამდე შეეძლება. ამის პარალელურად ინფექციონისტები და დარგის სპეციალსიტები  კოვიდ ინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ და ადამიანებს მოუწოდებენ დაიცვან სოციალური დისტანცია.  

 

 


close დახურვა