ტვირთების გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდან - ახალი ტრანზიტი, ფრენების აღდგენის შემდეგ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ სომხური მედიიდან გაიგო, ივანიშვილის მთავრობას კი სკანდალის შემდეგ მოუხდა განმარტება. საქართველოს გავლით ახალი საზღვაო მარშრუტი რუსეთს ვაჭრობას უადვილებს. მაგრამ ამავე დროს იზრდება სანქცირებული ტვირთისა თუ კომპანიების საქართველოს სივრცეში შემოღწევის რისკი. რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის გააქტიურება სპეციალისტების თქმით, საქართველოს დასავლეთთან სულ უფრო აშორებს, კვლავ ჩნდება კითხვა, ეხმარება თუ არა ივანიშვილის მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
საზღვაო გადაზიდვების მარშრუტი - ბათუმი-ნოვოროსიისკი
22 მაი 202319:56
3 წუთის საკითხავი