დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე ითქვა
დისკუსიაში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. მხარდამჭერებს შორის იყვნენ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი, მეტსახელად „ქართველი ჰალკი“