logo
ENG



საია: თავდაცვის ინიციატივა საარჩევნოდ მოქალაქეთა მძიმე სოციალური პირობებით მანიპულაციაა

03 სექ 202013:36
3 წუთის საკითხავი
 
q9l32tnwc26mai5.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავდაცვის სამინისტროს წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მძიმე სოციალური პირობებით მანიპულაციასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრომ მოქალაქეებს ჩამოაწერა სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება, ეს კი არჩევნების წინ ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით, მოქალაქეებს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება ჩამოეწერებათ. ამ სარგებლით დაახლოებით ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს. ხელისუფლების ინიციატივა, შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი, მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო", - აღნიშნულია განცხადებაში.

საიაში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის გასაჯაროების დრო წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა, რაც კიდევ ერთი მანიპულაციაა და ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომელიც მას ამ დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებას უკრძალავს. 

საიას მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია.


close დახურვა