logo
ENG



საია და EMC მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე დღეს ანგარიშს წარადგენენ

26 ივნ 202009:31
3 წუთის საკითხავი
 

მართლმსაჯულებასა და სისხლის სამართალში არსებულ პრობლემებზე დღეს საია და EMC ანგარიშს წარადგენენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით სისტემური რეფორმებია საჭირო. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებელია, იმისათვის რომ საბჭო პოლიტიკური ზეგავლენებისგან გათავისუფლდეს. 

"მთავარი რეკომენდაციები შეეხება იმ პრობლემებს, რომ მართლმსაჯულების კუთხით გატარდეს სისტემური რეფორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმგვარი რეფორმირება, რომ ამ უწყებაზე პოლიტიკური ზეგავლენის შენარჩუნება შეუძლებელი იყოს. ასევე საგამოძიებო სისტემის რეფორმირება, რადგან პროკურატურას დღეს გამოძიებაზე ერთპიროვნული გამგებლობა აქვს", - განაცხადა EMC-ის იურისტმა გურამ იმნაძემ. 


close დახურვა