logo
ENG



საია რუსთაველზე დაკავებული ორი პირის საქმეს სააპელაციოში გაასაჩივრებს

22 ნოე 201908:06
3 წუთის საკითხავი
 
audua0tisa2n29p.jpg

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს  საია 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული ორი პირის საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმე ეხება ლუკა ჭიჭინაძესა და მოძრაობის „ლელოს" წევრ გიორგი ბუნტურს, რომლებსაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

როგორც „ფორმულასთან" საუბარში საია-ს იურისტმა გვანცა საკანელაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი მტკიცებულება წარუდგენია, რომლითაც დაკავებულების ბრალეულობა მტკიცდება.

„აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს ის სამართალდარღვევა, რასაც ედავებოდნენ. სააპელაციოს ასამართლოში ვითხოვთ, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამართალდამრღვევებად არიან მიჩნეულები ლუკა ჭიჭინაძე და გიორგი ბუნტური. ასევე ვითხოვთ, რომ ეს ორი ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ," - აცხადებს იურისტი.

დაკავებულების საქმეებს „ფორმულასთან“ საუბარში ეხმაურება საზოგადოებრივი მოძაობა “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მიიჩნევს, რომ მოსამართლეები ემსახურებიან ხელისუფლებას და არა სამართლს.

„სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ბიძინა ივანიშვილის არაკომპეტენტური და უსამართლო მოსამართლეების, რომლებიც ემსახურებიან ხელისუფლებას და არა სამართალს. ჩვენი ერთ-ერთი წევრიცაა დაკავებული და ამ ახალგაზრდებს ვუსურვებ მხნეობას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ 25 პირს, რომლებიც ასევე პარლამენტთან დარბევის დროს დააკავეს, მათი პროცესები გაურკვეველი დროით გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს პოლიციამ 37 აქტივისტი დააკავა. მათგან 10-ს 3 წლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლე ფილიშვილმა პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე. კიდევ რამდენ პირს მიუსჯის პატიმრობას ე.წ-ი მურისიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი, ჯერ ჯერობით უცნობია.

  


close დახურვა