logo
ENG



საია 20-21 ივნისის მოვლენებზე: შსს-მ ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა

27 ნოე 201911:42
3 წუთის საკითხავი
 
l0093e6hd1cu9sh.jpg

"დაკარგული თვალის მიღმა“ - ასე ქვია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ მომზადებული ანგარიშს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ დაიწყო მომიტინგეების მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა.

"სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ", - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია დაშალა. რის შედეგადაც, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა ათეულობით პირი. 

 


close დახურვა