logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცის დადებაზე ზურაბიშვილს ლობიოთი დახვდნენ

17 ივნ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის ფიცის დადებაზე ბათუმში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს აქტივისტები ლობიოთი და საყვირებით დახვდნენ.  პარტია "ლელოს" წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენლების საპროტესტო აქცია ცერემონიის პარალელურად მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათ  20 ივნისი გაიხსენეს და ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნა გააპროტესტეს , რომელიც მათი თქმით, ადეიშვილის გუნდის წევრია. პრეზიდენტმა საპროტესტო აქცია შეურაცხყოფად მიიღო და აქტივისტები სასამართლოს შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. 


close დახურვა