logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი სხდომა გადაიდო

31 მარ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 

უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად დაგეგმილი პლენუმის სხდომა გადაიდო. სხდომა დღეს 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. მანამდე კი იურისტებმა უზენაეს სასამართლოს ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დაუყოვნებლივ შეაჩერონ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის პროცედურა. ისინი ამბობდნენ, რომ მოსამართლეების კლანი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით სარგებლობს და მისთვის სასურველი პირის მოსამართლედ დანიშვნას ზედმეტი საჯარო ყურადღების გარეშე ცდილობს. უზენაეს სასამართლოში კი სხდომის გადადებას ტექნიკური მიზეზით ხსნიან.

 


close დახურვა