მრავალ დაპირებაგამოვლილი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ ნალოლიავები საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია.
20 ივნისიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ის, რასაც ჯერ თვითონ დაჰპირდა ხალხს, მერე გადაიფიქრა, მერე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა რომ გადაიკიდა და გადამგდების სტატუსიც მყარად აიკრა, პრორუსულ და კორუფციული ინტერესებით დახუნძლული მთავრობის სახელთან ერთად, მაინც მოუწია თითქმის პროპორციულ არჩევნებზე დათანხმება და ეს ყველაფერი სერიოზული რეპუტაციული ზიანისა და შიდა პოლიტიკაში ტოქსიკურობის მომწამვლელ ხსნარში ამოვლებით.
შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.
"დროება" პირველ მოსმენამდე ტანჯული ცვლილებების ისტორიას მოკლედ შეგახსენებთ.