კორონავირუსის გავრცელებიდან ერთი თვის თავზე დღეს პირველი დილაა როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა არ გამართულა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი კომისია დღის განმავლობაში შეიკრიბება, თუმცა დრო დაზუსტებული არ არის.
კანცელარიაში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდა, თუმცა მან შენობა რამდენიმე წუთში დატოვა და მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ადმინისტრაციაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარიც. რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებს, ისინი ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციაში არ გამოჩენილან.