logo
ENG



საკრებულოს დეპუტატმა ორი ადამიანი დანით დაჭრა

08 ივნ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში საკრებულოს დეპუტატმა ორი ადამიანი დაჭრა. "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ჭინჭარაულმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დაზარალებულებს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ისინი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისში გადმოიყვანეს.

ჭინჭარაული შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგელნებმა უკვე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოის დეპუტატს  4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა