logo
ENG



საკრებულოს მეწარმე დეპუტატები - TI-ის კვლევა

29 ნოე 201919:56
3 წუთის საკითხავი
 
y4u5m8yoofpn1fv.jpg

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა მისი მეუღლის კომპანია საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში. ის ირწმუნება, რომ კომპანია უფუნქციო იყო და ქონების დეკლარაციაში ამიტომ არ შეიტანა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა საკრებულოს მეწარმე დეპუტატებს ამხელს. 50 დეპუტატიდან 26-ს ბიზნესინტერესი აქვს. ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა; ერთი კი დირექტორის პოზიციას იკავებს. არც ერთი მათგანი ამის შესახებ დეკლარაციაში არ უთითებს. მათ შორისაა ოცნების დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძეც.

კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც ორგანიზაციამ კვლევაში დაწერა, ძნელაძის ცოლის ბიზნესს ეხება. ეს ბიზნესიც, სხვების მსგავსად ძნელაძეს დეკლარაციაში არ შეუტანია. ამის მიზეზი, მისი ახსნით, კომპანიის დაბალი შემოსავალია. 

მსგავსი ახსნა აქვს "ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს თინათინ ნიბლოშვილს. დეპუტატების ნაწილი, რომელზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, საკრებულოში არ იმყოფებოდა. მათ დაცვას ფრაქციის თავმჯდომარე შეეცადა. 

კვლევის ავტორის თქმით, დეპუტატები ქონებრივი დეკლარაციების შევსებას არასერიოზულად ეკიდებიან. ორგანიზაციაში კორუფციის მაღალ რისკზე მიუთითებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საჯარო სამსახურის ბიუროს მოუწოდებს მოახდინოს რეაგირება მათ კვლევაზე. მათივე პროგნოზით, არსებობს რისკი რომ დეპუტატების წამგებიანი კომპანიები ტენდერების გამარჯვებულებადაც ვიხილოთ. 

 

 


close დახურვა