logo
ENG



სალავიოვი ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციისთვის წულუკიანის განცხადებას იყენებს

11 აპრ 202215:09
3 წუთის საკითხავი
 

რუსი პროპაგანდისტი, რუსული სამთავრობო ტელეარხის წამყვანი, ვლადიმირ სალავიოვი თეა წულუკიანს ციტირებს. 

რუსულმა პროპაგანდამ ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენა საქართველოს ვიცე პრემიერის 5 აპრილის განცხადება, რომ "უკრაინა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად". წულუკიანის ეს ნათქვამი ენმ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებოდა, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. 

ვლადიმირ სალავიოვმა თავის ტელეგრამ არხზე მან გააზიარა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ათასზე მეტი ქართველი მებრძოლი მონაწილეობს და რომ ისინი ყველაზე სასტიკები არიან. 

პოსტში, რომელიც სალავიოვს აქვს გაზიარებული, წერია, რომ უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს კრიმინალებად საქართველოს ხელისუფლებაც მიიჩნევს და ამის დამადასტურებლად თეა წულუკიანის ციტატაა მოყვანილი. 

პოსტში ვკითხულობთ:

"ამჟამად უკრაინაში საომარ მოქმედებებში ათასზე მეტი ქართველი მებრძოლი მონაწილეობს. ამავდროულად, ქართველები არიან არა მხოლოდ ყველაზე მრავალრიცხოვანი, არამედ ყველაზე არაადამიანური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ყოველგვარი საერთაშორისო შეთანხმების და ადამიანური პრინციპების დარღვევით სიკვდილით სჯის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს. როგორც ეს მოხდა კიევის ოლქში, სადაც მათ რუს მედესანტეებს ყელი გამოჭრეს, შემდეგ კი თავში ესროლეს.

ამავე დროს, ქართველი ლეგიონერების რიცხვი იმდენია, რომ ისინი იწყებენ ახალი შენაერთების შექმნას - მაგალითად, "საბრძოლო ფრთა", რომელიც "კარპატების სიჩის" ბატალიონის ბაზაზეა დაფუძნებული.

ამ დაქირავებულ პირებს საქართველოს ხელისუფლებაც კრიმინალად მიიჩნევს. მაგალითად, ვიცე პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უკრაინა იქცა "ქართველი კრიმინალების ნაკრძალად". 


close დახურვა