logo
ENG



სალაძე:რაც უფრო მეტად იქნება დაცული დასაქმებულის უფლებები, წაადგება ქვეყანას

22 ივნ 202013:10
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტრინგის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს შრომის რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების სისუსტის გამო, ქვეყანაში მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები. კანონპროექტთა პაკეტი კი ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების უკიდურესად დაბალ ანაზღაურებას, კვლავ არ გვთავაზობს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს და არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს.

„ინსპექციისთვის მანდატის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ზოგადად რაც უფრო მეტი გარანტიები გაჩნდება კანონმდებლობაში შრომის უფლებების დაცვის ნაწილში და დასაქმებულების უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული. ეს მხოლოდ წაადგება ჩვენ ქვეყანას“,-განაცხადა სულხან სალძემ.

 


close დახურვა