logo
ENG



სალივანის თქმით, აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანულ დაჯგუფებებზე საპახუხო იერიშებს გააგრძელებს

04 თებ 202422:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/04/w5aw1p80cyn0b27.jpg

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანულ დაჯგუფებებზე საპასუხო იერიშებს გააგრძელებს.

"ეს ყველაფერი პარასკევს ღამით დაიწყო, თუმცა ამით არ დამთავრდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებითი საჰაერო დარტყმები განვახორციელოთ, რათა მკაფიო სიგნალი გავაგზავნოთ, რომ ჩვენს ძალებზე თავდასხმას, ან ადამიანების მოკვლას, აშშ სათანადოდ უპასუხებს.

გვჯერა, რომ ჩვენი დარტყმები ეფექტურ შედეგს გამოიღებს [ირანულ] დაჯგუფებებზე, რომლებიც ჩვენს ძალებს თავს დაესხნენ", - თქვა სალივანმა.

2 თებერვალს, იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

28 იანვარს, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.

ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.


close დახურვა