საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.
ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.
ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ტოკიოს მერსა და იაპონიის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ავსტრიისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან.
პრეზიდენტი ტოკიოში რამდენიმე მუზეუმს დაათვალიერებს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს-ტოჩინოშინს შეხვდება.მისი ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება.