საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს.
საქართველოში ვაქცინაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის უკვე აცრილია 1 200-მდე ადამიანი, ხოლო რეგისტრირებულია - 4 456 პირი.
სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს
16 მარ 202116:13
3 წუთის საკითხავი