logo
ENG



სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას პენსიონერებისთვის 100-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ურჩევს

21 მარ 202013:19
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას პენსიონერებისათვის 100-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას სთავაზობს.

მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება შეამცირებს არასაჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს და ვაუჩერებს გასცემს, პენსიონერები დარიცხულ თანხას მედიკამენტების შესაძენად გამოიყენებენ.

„ხელისუფლებამ უნდა შექმნას 100-ლარიანი ვაუჩერი პენსიონერებისთვის, რათა მათ მედიკამენტების შეძენა შეძლონ. 760 ათასი პენსიონერი გვყავს ჩვენ ქვეყანაში, ანუ 76 მილიონი დასჭირდება ამ პროგრამის შესრულებას. თუ ხელისუფლება შეამცირებს არასაჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს, ადვილად შეიძლება მოიპოვოს ხელისუფლებამ ეს თანხა. ეს არ არის ძალიან დიდი ხარჯი სახელმწიფოსთვის, თუმცა მნიშვნელოვანი ერთჯერადი დახმარება იქნება უახლოეს დღეებში ყველა პენსიონერისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


close დახურვა