logo

სამადაშვილი: ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა

07 მაი 202123:35
3 წუთის საკითხავი
clock 130
სამადაშვილი: ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა

ცხადია, მისი დისკრეციული უფლებაა ვეტოს გამოყენება, შეუძლია ამ უფლებას ინტერპრეტირება გაუკეთოს ძალიან ვიწროდ ან უფრო ფართოდ. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, ვიწრო ინტერპრეტაცია მიეცა ამ დისკრეციული უფლებამოსილებისთვის და განეცხადებინა, რომ მას იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ვეტო გამოეყენებინა. თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდა.

შემიძლია ის ვთქვა, რომ ვართ იმედგაცრუებული, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა. როდესაც კანონი ძალაში შევა, ჩვენ ჩვენი მხრიდან აუცილებლად გავუკეთებთ ინიცირებას შესაბამის ცვლილებებს კანონში. აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ ამ ცვლილებების განხილვა წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი თანამონაწილეობის პირობებში, მათ შორის პარლამენტში.

close დახურვა