logo
ENG



სამართალდამცავთა დაცვის ლიგა შსს-ს წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს მიმართავს

29 ნოე 201921:51
3 წუთის საკითხავი
 
q045f6289ut0kye.jpg

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს მიმართავს.  

მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები და რთულ კლიმატურ პირობებში მომიტინგეებისთვის არასასურველი პირობების შექმნის მიზნით, გასათბობი საშუალებების უკანონო და ამასთან კომიკურ დევნას და ამოღებას მიჰყო ხელი, რაც ყინვაში, შესაბამისი წინააღმდეგობის არქონის პირობებში, წყლის ჭავლის გამოყენებით „დააგვირგვინა“.

„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები და რთულ კლიმატურ პირობებში მომიტინგეებისთვის არასასურველი პირობების შექმნის მიზნით, გასათბობი საშუალებების უკანონო და ამასთან კომიკურ დევნას და ამოღებას მიჰყო ხელი, რაც ყინვაში, შესაბამისი წინააღმდეგობის არქონის პირობებში, წყლის ჭავლის გამოყენებით „დააგვირგვინა“. გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, კიდევ ერთხელ მივმართავთ სამინისტროს და სხვა ძალოვან სტრუქტურათა ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს - იმოქმედონ მკაცრად კანონის ფარგლებში, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონი, ხოლო მომიტინგეებს, თავი შეიკავონ უშუალოდ პოლიციელთა შეურაცხყოფისგან. ამ მხრივ ნიშანდობლივია პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის - კობა ზაქარეიშვილის დაკავება, იზოლატორში გადაყვანა იმის გამო, რომ ის ცდილობდა გაყინული ადამიანებისთვის გასათბობი საშუალებების მიწოდებას, რაც ყოველი ღირსების მატარებელი ოფიცრის ვალია,“ - წერია განცხადებაში.


close დახურვა