logo
ENG



სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13 დეკ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/13/r0iii2ug5xot13c.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მოქალაქეს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა