logo
ENG



სამართლებრივი სივრცე ხალხისთვის - დოლიძე იურიდიული კონსულტაციისთვის ორგანიზაციას ქმნის

19 მარ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

"სამართლებრივი სივრცე ხალხისთვის" - ამ სახელწოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იურისტების გუნდთან ერთად ორგანიზაციას ქმნის.

ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას გაუწევს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ვირუსით გამოწვეულ კრიზისილ სიტუაში შრომით უფლებებთან დაკავშირებით პრობლემა უკვე შეექმნა.

ორგანიზაციის ბაზაზე ამოქმედდა ცხელი ხაზიც. ანა დოლიძე მოუწოდებს ხელისუფლებას შეიქმნას მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც პანდემიის გამო დაზარალებულ ადამიანებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება.

"ხდება მასობრივი გათავისუფლება. ადამიანებს სამუშაოდ უშვებენ სახლში ან პირიქით აიძულებენ იმუშავონ არა დისტანციურად. მოხალისე იურისტებთან ერთად ვქმნი სამართლებრივ სივრცეს ხალხისთვის, რომლის მიზანი იქნება უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს ჩვენს მოქალაქეებს ამ თემებთან დაკავშირებით", - განაცხადა ანა დოლიძემ. 


close დახურვა