logo
ENG



სამგორში სამხედრო ვერტმფრენის გადამტანი ავტომობილი და ავტობუსი მსუბუქად შეეჯახნენ

08 ოქტ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 
a1sj9o0wmts2avw.jpg

სამგორში ერთმანეთს შეეჯახა სამგზავრო ავტობუსი და ავტომობილი, რომელსაც სამხედრო ვერტმფრენი გადაჰქონდა.

ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი უმნიშვნელოდ დაზიანდა. იქ მსხდომი მოქალაქეები არ დაშავებულან.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რასაც მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.

 


close დახურვა