logo
ENG



სამეგრელოში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

04 დეკ 202000:23
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/04/jqbegb3pvtgwnwr.jpg

სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სასწრაფოს 2 ექიმი და მძღოლი, ასევე პირი, რომელიც მეორე ავტომობილს მართავდა. გარდა ამისა, დამძიმდა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მანამდეც ავარიაში იყო მოყოლილი და სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).


close დახურვა