სამეგრელოში ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და ჟურნალისტ დავით მანიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტი მივიდა ოჯახში, სადაც არსებული ინფორმაციით, ბიძას 8 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.
ჟურნალისტს ოჯახის წევრებთან მომხდართან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რასაც ოჯახის მხრიდან აგრესია მოჰყვა. მათ დავით მანიას ქვა ესროლეს.
სამეგრელოში 8 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნის ბიძაა.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.