მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ვერსია ისევ გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მესამე პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, მოწამვლის თემა სპეკულაციის საგნად არ ქცეულიყო, დღეს ვითარება შეცვლილია. და ეს სამედიცინო ისტორიის ხელახალ შესწავლას უკავშირდება. ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ამზადებს, პატიმრის ინტოქსიკაციის შესახებ განაცხადა. მარიამ ჯიშკარიანმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, დაუყოვნებლის შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი უცხოეთში გადაყვანა გახდეს შესაძლებელი. ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გარდაიცვალოს.
სამედიცინო ექსპერტების მოსაზრება მესამე პრეზიდენტის ინტოქსიკაციის ალბათობაზე
25 ნოე 202220:21
3 წუთის საკითხავი