სტუმრების მიღება დაიწყო ვატიკანის მუზეუმებმაც. მუშაობა მათ სამთვიანი პაუზის შემდეგ განაახლეს, თუმცა იმის გამო, რომ საზღვრები კვლავ ჩაკეტილია, საქალაქთაშორისო გადაადგილება კი აკრძალული, მუზეუმის პირველი დამთვალიერებლები მხოლოდ რომის მცხოვრებლები იყვნენ. ახალი წესების თანახმად, მუზეუმებში ვიზიტი ონლაინ ჯავშნის შემთვევაშია შესაძლებელი. ამ გზით ადმინისტრაცია, სოციალური დისტანცირების წესების დაცვის მიზნით, სტუმრების რაოდენობას წინასწარ აკონტროლებს. მუზეუმში შესვლის წინ დამთვალიერებლებს ტემპერატურასაც უმოწმებენ. ვატიკანის მუზეუმების გარდა, რომში უძველესი კოლიზეუმიც გაიხსნა.
სამთვიანი პაუზის შემდეგ ვატიკანის მუზეუმებში სტუმრების მიღება განახლდა
02 ივნ 202014:58
3 წუთის საკითხავი